logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: მეეჭვება, რომ ორ ახალგაზრდას ამდენი ჭრილობა ერთმა, ან თუნდაც ორმა ადამიანმა მიაყენა
- +

5 დეკემბერი. 2017. 21:58



სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი 51-ე სკოლელი ბიჭების მკვლელობას შემდეგი კომენტარით ეხმაურება:


„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ხორავაზე. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

- სამწუხაროდ, ეს დანაშაული ძალიან ჰგავს მოზარდების ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს. დაუნდობლობა ახასიათებს ამ ტიპის დანაშაულებს, სადაც ბრბოს ფსიქოლოგია და აღტკინება დაუნდობლობაში გადადის. -ასევე დამახასიათებელია თანატოლების დუმილი! რატომღაც თანატოლები სოლიდარობას გამოხატავენ ცოცხალის, ანუ მკვლელის მიმართ და ყოველთვის ფარავენ მას. არ ვიცი, გარდაცვლილი უცხოვდება მათთვის თუ რატომ, ვერ ვხსნი!

და როგორც წესი, ასეთი, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულების დროს, თანატოლების დუმილის გამო სამაგალითოდ ისჯება ერთი ან ორი, სხვა დამნაშავეები სამუდამოდ დაფარული რჩებიან. ზოგჯერ კი მათ მაგივრად სხვა ისჯება!

მეეჭვება, რომ ორ ახალგაზრდას ამდენი ჭრილობა ერთმა, ან თუნდაც ორმა ადამიანმა მიაყენა, თუმც ყველაფერი მტკიცებულებებით უნდა დასაბუთდეს", - წერს მაია ნიკოლეიშვილი.


 

big_banner
არქივი