logo_geo
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ნათია ორველაშვილმა მოიპოვა
- +

5 დეკემბერი. 2017. 22:29



კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" წლევანდელი გამარჯვებული ნათია ორვალაშვილია. ჟურნალისტმა პრიზი საუკეთესო აუდიოვიზუალური სიუჟეტისთვის დაიმსახურა. კონკურსის მიმდინარეობისას სულ სამი ფინალისტი გამოიკვეთა.


დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გახსნილად გამოაცხადა.


2012 წელს დაარსებული „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი