logo_geo
ნიკუშა ნატროშვილი: ბაღის ასაკიდან უნდა ჩაინერგოს ბავშვებში, რომ ძალადობა არ არის „კაიტიპობა“
- +

6 დეკემბერი. 2017. 15:45



„ბაღის ასაკიდან უნდა ჩაინერგოს ბავშვებში, რომ ძალადობა არ არის „კაიტიპობა", - ამის შესახებ ნიკუშა ნატროშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ახალგაზრდებს შორის აგრესიასა და ძალადობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


„ალბათ რამდენიმე პრობლემის ერთობლიობასთან გვაქვს საქმე, ინტელექტი, ოჯახური მდგომარეობა. ბაღის ასაკიდან უნდა ჩაინერგოს ბავშვებში, რომ ძალადობა არ არის „კაიტიპობა". ასევე აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, ბაღში, სკოლაში, ოჯახში, ანუ კომპლექსურად უნდა მოხდეს ამ აგრესიასთან და სიძულვილთან ბრძოლა. ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ გამოვყოფ, რა შეიძლება გახდეს ძალადობის შინაგანი მიზეზი. როგორც ჩანს, ისევ კარგ ტონად ითვლება ცივი იარაღის ტარება, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი ტონი უნდა იყოს. იმ დონემდე უნდა მივიდეთ, რომ დანის ტარება სირცხვილად აღიქმებოდეს.

ასევე სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს კონტროლი ცივი იარაღის ტარებაზე. შიში უნდა ჰქონდეთ დანის და ზოგადად იარაღის ტარების, ამის შიში თუ არ გაგაჩნია და ზუსტად იცი, რომ ამაზე არ დაისჯები და არ მოგეთხოვება, რატომაც არა?! - ატარებს ძალიან ბევრი", - განაცხადა ნიკუშა ნატროშვილმა, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

 







 

big_banner
არქივი