logo_geo
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯ ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

7 დეკემბერი. 2017. 12:35


 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯ ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.

 

„მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

 

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

big_banner
არქივი