logo_geo
მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება - 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი 100 ლარი ეღირება
- +

7 დეკემბერი. 2017. 13:40



მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების 100 ლარი ეღირება.


ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა ერთთვიანი ვადა პრობლემის მოსაგვარებლად.


ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.



 

big_banner
არქივი