logo_geo
მარიამ ხაჭვანი: თავი ვალდებულად ჩავთვალე, თინა მახარაძეს ცოტა რამ შევახსენო!...
- +

17 დეკემბერი. 2016. 20:26




ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ბოლო დროს სვანეთისა და სვანების თემებზე გააქტიურებულ საკითხებს ეხება. ამჯერად, იგი მსახიობ თინა მახარაძეს მიმართავს:

 

„მე, როგორც სვანეთში გაზრდილმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მსახიობ თინა მახარაძეს და მის თანამოაზრეებს ცოტა რამ შევახსენო.

 

როდესაც თინა პირველად ტელესერიალში გამოჩნდა, ძალიან მომეწონა, ვფიქრობდი, რომ ამ ნიჭიერ ადამიანს ერთ დღეს დიდ კინოში გადავიღებდი, დავინტერესდი მისით, მოვისმინე მისი ქადაგებები და გადავიფიქრე.

 

არ გვიკვირს სვანებს არც ევროპა, არც ამერიკა, არც წარმატება. სამი წლის წინ ოფიციალური მიწვევით ვარსკლავებთან ერთად გავიარე კანის წითელ ხალიჩაზე, ვიყავი ევროპულ კინოაკადემიაზე მიწვეული, ამ აკადემიის ოფიციალური წევრიც ვარ, ამირჩიეს ბერლინალე ტალანტებში და ფესტივალი არ დარჩა ალბათ ევროპაში, სადაც არ მიმიწვიეს. ამერიკასაც არ დავუტოვებივარ უყურადღებოდ, სანდესზე ვორკშოფზე რობერტ რეტფორდის გვერდით დავჯექი შემთხვევით, მან ის მაინც იცოდა, რეჟისორი რომ ვიყავი, მე კი, სამწუხაროდ, ვერ ვიცანი, რომ გავიგე ვინ იყო, არც მაგაზე გავგიჟდი.

 

ალბათ ხვდები, რომ შენი საქართველოში წარმატება არ გვიკვირს სვანებს (ჩემზე წინ არიან სხვა სვანები, ჩემზე ბევრად წარმატებულები, რომლებსაც აღარ ჩამოვთვლი, ისედაც იცნობთ ყველა), არც შენი რეკლამის იმედზე ვართ და არც შენი ინგლისურის. სვანეთში ჩემზე ბევრად უკეთესად მეტყველებენ ინგლისურად.

 

სვანეთის და საქართველოს სიწმინდეს სწორედ ეგ „ჯგრო" იცავდა სიცოცხლის ფასად, როგორც შენ ეძახი.

 

ჯერ ჩვენ დაგვეწიე და მერე დაგვამადლე სვანებს თუ შეიძლება", - ამბობს მარიამ ხაჭვანი. 


 

big_banner
არქივი