logo_geo
დავით ნარმანია: „მზიური“ უნდა იქცეს დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად
- +

17 დეკემბერი. 2016. 22:24




თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2017 წელს ბავშვთა ქალაქ „მზიურში" პარკის მოწყობა იგეგმება.


პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ველო და სასეირნო ბილიკები, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საბავშვო მოედნები, განთავსდება ფანჩატურები. „მზიურში" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 3400-ზე მეტი ძირი ხე-მცენარის დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა.


​როგორც დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა, „მზიური" უნდა იქცეს დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად, სადაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.


„რაც შეეხება „მზიურის" ცენტრალურ მხარეს, მისი ძირითადი ფორმები შეინარჩუნებს ძველს იერსახეს, რადგან ის თბილისის და აღნიშნული უბნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, თუმცა ბუნებრივია აღდგება დაზიანებული ქვაფენილები, დეკორატიული ღობეები და ა.შ.", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

big_banner
არქივი