logo_geo
გელა ზედელაშვილი მარგველაშვილზე: მერამდენედ იბუტება, ვეღარც კი ვითვლი...
- +

17 დეკემბერი. 2016. 22:25


 

 

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში".


რა ხდება, ჩემი პრეზიდენტი ისევ გაიბუტა? ახლა ზოგიერთი იტყვის, ეგ რა ჩვენი პრეზიდენტიაო? არა, ჩემო ძვირფასებო, გინდათ თუ არა, ის მაინც ჩვენი პრეზიდენტია, არჩეული სხვისი ხათრით, მაგრამ მაინც!


რატომ გაიბუტა? თურმე კონსტიტუცია არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი და მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობის და კონსენსუსის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ამ რთული და მეტად ფაქიზი პროცესის სანდოობას. მერე, რატომ არ უნდა პრეზიდენტს „ჩართულობა"? როგორც ამბობენ, ეჭვი აქვს, რომ „ქართული ოცნება" საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს! მით უმეტეს, ასეთ მომენტში ხომ უნდა გამოიჩინო „ჩართულობა"? მაინც არა? გაიბუტა და მორჩა?!


სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილი პირველად არ იბუტება, ეს მერამდენე შემთხვევაა, ვეღარც კი ვითვლი. თავიდან იმაზე აჩმახებდა, უცხოეთში რომ დადიხართ, მეც მინდაო. ერთხელ უთხრეს, ორჯერ უთხრეს, სამჯერ უთხრეს უარი, მაგრამ დააჯდა თავის „სასტავით" თვითმფრინავს და ჩავიდა „გეეროში" თუ სხვა ადგილებში!


ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა? ეს არის კაცობა და ქვეყნის სიყვარული? პოლიტიკაში შეიძლება არიან მტრები და მოყვრები, მაგრამ ბუტიები? ეს სად გაგონილა, ოდეს ყოფილა და სად?


მინდოდა მეთქვა, რომ თუკი პრეზიდენტი იბუტება, მაშინ ეს აღარ არის სახელმწიფო, ეს ნუცას სკოლა, ან კიდევ ნინიას ბაღია!


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი