საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მახათას მთაზე გამართული წირვის დასრულების შემდეგ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცდილობენ, ალეპოში განსაცდელში მყოფ ბავშვებს გაერო-ს ოფისის მეშვეობით, ჰუმანიტარული დახმარება მიაწვდინონ.
„არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში, ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა, გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.