logo_geo
ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- +

18 დეკემბერი. 2016. 14:01


 

 

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სააგენტო „kutaisitoday" ავრცელებს.


სააგენტოს ინფორმციით, ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს.


არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. როგორც „საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


მათივე ინფორმაციით, არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.


 

big_banner
არქივი