logo_geo
ევროპელების ნაქები ტრიო „მანდილი“ ქართველებმა გალანძღეს
- +

18 დეკემბერი. 2016. 23:06


 

„ეს ქართული ხალხური სიმღერა თქვენ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ", - ასე შეაფასა ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ HuffingtonPost-მა ქართველი გოგონების ვიდეო, რომელშიც ჯგუფი "მანდილის" წევრები "აპარეკას" მღერიან. ვიდეომ, რომელიც ინტერნეტში 2014 წლის ზაფხულში გავრცელდა, ორიოდე კვირაში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ინტერნეტჰიტი გახდა.


სამი ქართველი გოგონა - თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური წელს მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, გოგონებს „რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას რისხვა დაატყდათ თავს. კონკურსი „ნიჭიერი"-ს ჟიურის წევრი თვლის, რომ „ქუთაისის მარშრუტკის სიმღერა" ევროვიზიაზე არ უნდა გავიდეს და FACEBOOK- ის საკუთარი გვერდიდან სხვებსაც მოუწოდებს, დააფიქსირონ უარყოფითი დამოკიდებულება.


„დროზე ვიზალიბერალიზაცია, თორემ ესენი თუ ევროვიზიაზე მოხვდნენ, ყველაფრიდან გაგვრიცხავენ, ვიზა კი არა. p.s. გადადით ლინკზე და შეიცხადეთ" , - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.


გვარამიას პოსტს თანამოაზრეთა მრავალი კომენტარი ახლავს. მათ შორის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის, მომღერალ გიორგი უშიკიშვილის, რომელიც სხვა შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან განსხვავებით, მოკლე შეფასებით შემოიფარგლა . „გეთანხმებით. თავი შევიკავე", -წერს მომღერალი.



ტრიო „მანდილის" მიერ შესრულებულ საკონკურსო სიმღერას, რომელიც 13 დეკემბერს YOUTUBE-ზე აიტვირთა, სწორედ ევროპის ქვეყნების მაცხოვრებელთა აღფრთოვანებული კომენტარები ახლავს. ქართველი მომხმარებლები კი იგივე კომენტარებში, შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ სიმღერის და გოგონების მისამართით.




https://www.youtube.com/watch?v=s6swqPcClvQ

„ძალიან განსხვავებული და უჩვეულო სიმღერაა. 12 ქულა ჩემგან"; „ამ სიმღერამ უნდა გაიმარჯვოს"; „LOL, რატომ ამდენი დისლაიქი(არმოწონება) ? დაწყნარდით ხალხო, სიმღერა მიმზიდველი და ორიგინალურია, გკოცნით ესპანეთიდან"; " რა ხდება! რატომაა ამდენი დისლაიქი, სიმღერა არაჩვეულებრივია-გერმანია", -წერენ ევროპელები.


ეს კი ქართველების კომენტარებია:


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი