logo_geo
გუგული მაღრაძე: ვისურვებდი, შექმნოდეს ასეთი პირობები ჩვენს ქვეყანას
- +

1 იანვარი. 2018. 12:30

 

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ქვეყანას სტაბილურობა და სიმშვიდე უსურვა, ხალხს კი - საკუთარი შრომის საფუძველზე ოჯახის რჩენა.


„ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ, იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და პირობები იმისა, რომ ვისაც აქვს განათლება და შრომის უნარი, შეძლოს ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ვისურვებდი, შექმნოდეს ასეთი პირობები ჩვენს ქვეყანას. ეს ორი მთავარი რამაა: მშვიდობიანი სტაბილურობა და საკუთარი გარჯის შედეგად ოჯახის რჩენა", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.









 

big_banner
არქივი