logo_geo
ზაზა ხუციშვილი: მინდა, მაქსიმალური ეფექტურობით ვიმუშაოთ მომავალი სამი წლის განმავლობაშიც
- +

1 იანვარი. 2018. 13:15



საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას, მომავალი წლისთვის ქვეყანას სტაბილურობა და ეკონომიკური მდგრადობა უსურვა.


„ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო სტაბილურობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური მომძლავრება კიდევ უფრო მეტად, ასევე, მშვიდობა, რაც მთავარია. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულ ოჯახზე აისახება. მინდა, მაქსიმალური ეფექტურობით ვიმუშაოთ მომავალი სამი წლის განმავლობაშიც, რათა მდგომარეობა უკეთესი და უკეთესი გახდეს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.









 

big_banner
არქივი