logo_geo
გოგა ხაინდრავა: ახალი წელი მხოლოდ კალენდარული დღესასწაულია, ხოლო შობა - ნადვილი დღესასწაული
- +

2 იანვარი. 2018. 10:45



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, არასწორია, როდესაც ჯერ ახალ წელს ვზეიმობთ, შემდეგ კი შობას აღვნიშნავთ.


„განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ახალი წელი არა 1 იანვარი, არამედ - 13 იანვარია, იმიტომ, რომ ჯერ შობაა და მერე ახალი წელი. ჩვენ პირიქით ვზეიმობთ, რაც სწორი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია დამყარდა საქართველოში და 1იანვარს აღნიშნავენ ახალ წელს, როგორც წესი, შობის მარხვაც ემთხვევა და საზეიმო განწყობა მარხვაში არაა. ამიტომ ძველით ახალი წელი უფრო მეტადაა დაკავშირებული ზეიმთან. მთავარი დღესასწაული არის შობა და არა - ახალი წელი. ახალი წელი არის მხოლოდ კალენდარული დღესასწაული, ხოლო შობა ნადვილი დღესასწაულია", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.









 

big_banner
არქივი