logo_geo
სოფო ხალვაში: ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას
- +

2 იანვარი. 2018. 15:45



სოფო ხალვაში „რეპორტიორს" საახალწლო ტრადიციებზე ესაუბრა. მომღერლის თქმით, ბოლო პერიოდში, პროფესიიდან გამომდინარე სახლში ვერ ახერხებს ახალი წლის შეხვედრას.


„ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, თუმცა, ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შეიცვალა და უკვე ყოველთვის გარეთ ვხვდები ახალ წელს. კონცერტის შემდეგ კი მივდივარ სახლში და ჩემი ოჯახის წევრებთან აღვნიშნავ ამ დღეს. უფრო ტრადიციულია ჩემთვის შობა, აღდგომა, რასაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე.

 

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ მიდის და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება", - აღნიშნა სოფო ხალვაშმა.







 


 

big_banner
არქივი