logo_geo
17 იანვრიდან - 20 იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
- +

12 იანვარი. 2018. 20:13

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.









 

big_banner
არქივი