logo_geo
რა ინტენსივობით იყენებენ საქართველოში სოციალურ ქსელს?!
- +

12 იანვარი. 2018. 20:17



მეგობრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის სოციალურ ქსელებს ქალები უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე კაცები - სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ კვლევას „აიფიემ კვლევები" აქვეყნებს.


მათი კვლევის მიხედვით, კაცები მეგობრებთან ურთიერთობისთვის უფრო მეტ დროს პირისპირ კომუნიკაციას უთმობენ.


სოციალური ქსელის მომხმარებლები უმეტესად ერთ შესვლაზე ყველაზე ხშირად ნახევარ საათამდე დროს ატერებენ, ასეთი 43%-ია.


სოციალურ ქსელებში ერთ შესვლაზე, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე კი, მომხმარებლების 36% რჩება.


სოციალურ მედიას მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ, უმეტესად დღეში 2-ჯერ და მეტჯერ.


სოციალური ქსელებით თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია სარგებლობს, თუმცა 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ქსელი გამოყენების დაბალი ინტენსივობით გამოირჩევიან. მათგან 50% თვეში ერთხელ ან უფრო იაშვიათად იყენებს სოციალურ ქსელს.


მეგობრებთან პირისპირ შეხვედრებისთვის ქალები მცირე დროს, კვირაში 2 საათამდე ატარებენ. ხშირად 30 წუთიდან 1 საათამდე.


კაცები კი, უმეტესად 2 საათზე მეტ დროს ატარებენ მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობისთვის. კაცების ნახევარი - 49% კი, 4 საათსა და მეტ დროს.


მსგავსი ვითარებაა სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის გზებთან დაკავშირებითაც. ქალები უფრო დიდ დროს უთმობენ თანამშრომლებთან ურთიერთობას სოციალური ქსელის მეშვეობით. მათი უმეტესობა (28,5%) - 30 წუთიდან 1 საათამდე დროს ხარჯავს ამისთვის, კაცების უმეტესი ნაწილი (35,2%) კი - ნახევარ საათამდე. გარდა ამისა, კაცების 23,5% საერთოდ არ იყენებს სოციალურ ქსელს.


კვლევაში მონაწილეობა 600-მდე ადამიანმა მიიღო.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი