logo_geo
17 იანვარს რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა
- +

17 იანვარი. 2018. 18:25



რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს.


საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სახალხო არტისტი. ვოკალისტი, მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1958-1975). 1975 წელს დატოვა ორერა და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75" (მიმართულება: ჯაზ-როკი, ფიუჟენი). ასევე ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას" და ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს". 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი". სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1972), თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ლაურეატი (1978). გადაღებულია ფილმებში "წარსული ზაფხული"(1959) და "ორერა სრული სვლით!"(1970).


2003 წლის 5 ივლისს, 69 წლის ასაკში, გარდაიცვალა მომღერალი და კომპოზიტორი რობერტ ბარძიმაშვილი. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.


რობერტ ბარძიმაშვილის ინტერვიუ მისი ცხოვრების შესახებ იხილეთ საიტზე:

https://anarekly.blogspot.md/2001/05/robert-bardzimashvili.html

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი