logo_geo
დასახელდა პროდუქტები, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ამცირებს
- +

19 იანვარი. 2018. 00:33



სპეციალისტებმა ის პროდუქტები დაასახელეს, რომელთა მუდმივად მიღება კიბოთი დაავადების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.


ასეთ პროდუქტებს შორის აღმოჩნდა ხახვი, პომიდორი, კენკრა, სოკო და ოხრახუში. ცნობილია, რომ დასავლური ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი საკვები, რომელიც ცხოველური წარმოშობის ცხიმს დიდი რაოდენობით შეიცავს, ხელს უწყობს ნაწლავების, სარძევე ჯირკვლების, პროსტატის და ფილტვების კიბოს განვითარებას.


რისკის ერთ-ერთი ფაქტორია ზედმეტი წონა. დამტკიცებულია, რომ რაციონის შეცვლა და ბოსტნეულსა და ხილზე გადასვლა ავთვისებიანი კიბოს განვითარების შესაძლებლობას 80%-ით ამცირებს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი