logo_geo
აჭარაში წითელას ვირუსის აფეთქებაა
- +

22 იანვარი. 2018. 16:57



აჭარაში წითელას ლოკალური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას Pia.ge ავრცელებს.


ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარაში წითელას აფეთქების შეკავებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეძლებს, თუმცა „გამომდინარე იქიდან, რომ წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, შესაძლოა, ჩატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდეს".


ამ შემთხვევაში, საჭიროა თვითონ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას, კერძოდ კი, აიცრან.

 

„წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები. ამ პერიოდში და 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ წითელას გავრცელების პროცესი. შარშან წითელას 100-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, პროცესი გრძელდება, 2018 წელშიც გვაქვს შემთხვევები. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


მისი თქმით, წითელა ძალიან გადამდები ვირუსია და თუ მოსახლეობას გრიპის ვირუსი შედარებით მშვიდად გადააქვს, წითელას შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 30-40%-ს აღწევს.


ხათუნა ხაზაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში 40 წლამდე ადამიანების წითელასგან აცრა - უფასოა.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი