logo_geo
აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს!
- +

23 იანვარი. 2018. 00:11



ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა მოკლულის ოჯახთან და ჩართულია გადმოსვენებისთვის საჭირო საკითხებში.


აშშ-ში, შტატ კენტუკის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქართველი მამაკაცი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული შაბათს იპოვეს.


მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია ასევე 30 წლის მამაკაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.


სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, კანდელაკის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. ქალი პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მეუღლე შტატ ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში შეთანხმებისამებრ, არ შეხვდა.


პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ამ დრომდე ცდილობს.












 

big_banner
არქივი