logo_geo
2017 წელს საქართველოში სულ 14 578 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჩამოიყვანეს
- +

23 იანვარი. 2018. 17:41



2017 წელს საქართველოში სულ 14 578 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჩამოიყვანეს. Allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 10 ყველაზე პოპულარული მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამონათვალს აქვეყნებს. ესენია: Honda - 4 104, Nissan - 3 738, Toyota- 3 058, Mitsubishi - 947, Subaru - 722, Mazda - 434, Mercedes-Benz - 368, Suzuki - 347, BMW - 214, Ford - 151.


შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და მთლიანი ავტოპარკის თითქმის 50%-ს მიაღწია, თუმცა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე სამმაგი ოდენობის აქციზის გადახდას გულისხმობს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი