logo_geo
დავით მაღრაძე: მკითხველს ამ წიგნში ვთავაზობ იმ სამყაროს, რომელიც მეძვირფასება...
- +

23 იანვარი. 2018. 22:49



„ავე ევა" - ასე ეწოდება დავით მაღრაძის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც აბრეშუმის თეატრში გაიმართა. მკითხველი წიგნში სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ ლექსებს წაიკითხავს.


„ჩემს ახალ წიგნს ჰქვია „ავე ევა". მკითხველს ამ წიგნში ვთავაზობ იმ სამყაროს, რომელიც მეძვირფასება. ძალიან სტუმართმოყვარეა ეს სამყარო. ეს სივრცე რამდენად საინტერესოა - ეს უკვე მკითხველმა უნდა განსაჯოს.

 

წიგნის პრეზენტაცია პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. დღეს კი, აბრეშუმის თეატრში გაიმართა", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.


წიგნის შეძენა მკითხველს უკვე ხვალიდან, თბილისის სხვადასხვა წიგნის მაღაზიებში შეეძლება.


 

big_banner
არქივი