logo_geo
სოსო ოსორაულის ძმა: ჩემი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი ვიცი
- +

26 იანვარი. 2018. 15:10


 

„იმას, რომ სოსო ოსორაული გარდაცვლილია, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მეუბნება, აღნიშნულს სხვა არავინ მიდასტურებს", - ამის შესახებ კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც გიორგი ოსორაულმა „სკაიპით" ჩართვისას აღნიშნა, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და აპირებს აფრიკაში ჩასვლას, რათა იმ პირებთან გავიდეს უშუალო კონტაქტზე, რომლებიც სოსო ოსორაულის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.


გიორგი ოსორაულის თქმით, მან საკუთარი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი იცის, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.


„მე ბევრ თემაზე არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი, თუმცა ის ვიცი, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. მიზანი მაქვს, რომ ჩავიდე აფრიკაში და შევხვდე იმ პირებს, ვინც ინფორმაციას მაწვდის. მე ვიცი სავარაუდო ადგილსამყოფელი, თუმცა ამას ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.


მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უშუალოდ ესაუბრა მის დაკარგულ ძმას, სიმართლეს არ შეესაბამება.


სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს კონგოს რესპუბლიკაში დაატყვევეს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი