logo_geo
ეკა წივწივაძე: არ ვაფასებ ჟურნალისტებს, რომლებსაც პოლიტიკოსებთან ფამილარული დამოკიდებულება აქვთ!
- +

20 დეკემბერი. 2016. 23:05



„არ მიყვარს პოლიტიკა. ყველაზე კარგი არჩევანი მაშინ გავაკეთე, პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი რომ გავხდი",-ამბობს ჟურნალისტი ეკა წივწივაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„არასდროს ვმეგობრობ პოლიტიკოსებთან და არ ვაფასებ ჟურნალისტებს, ვისაც პოლიტიკოსებთან ფამილარული დამოკიდებულება აქვთ. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ ვინმესთან ყავა დამილევია, ან ანეკდოტი მომისმენია J სულ ვცდილობ, ჩემი რესპონდენტები იყვნენ მხოლოდ ჩემი რესპონდენტები.  არასდროს მავიწყდება 26 მაისის საშინელი ღამე, იმიტომ რომ მთელი ღამე იქ ვიყავი და ჯერ კინო „რუსთაველიდან" ვიღებდი კადრებს და შემდეგ როდესაც შენობაში ხალხი და სპეცრაზმი ერთად შემოცვივდა  - ეს იყო ჯოჯოხეთი მიწაზე.

 

და კიდევ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დეკრეტული შვებულებიდან გამოსული რომ დამინახა, ათობით ჟურნალისტის თვალწინ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩემი შვილის სქესით დაინტერესდა. მე და ბატონ ბიძინას, როგორც მოქალაქეებს, ქვეყნის განვითარების ერთნაირი ხედვები არ გვაქვს, არაერთხელ დამისვამს მისთვის მწვავე კითხვა და მის გამო ჩემს ოჯახს პრობლემებიც არაერთი შეხვდა, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერი ამჩნევს რომ შენ რაღაც პერიოდი აღარ მუშაობ და შემდეგ ბრუნდები, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება და ახსოვს, რომ პატარა უნდა გაგეჩინა - ე. ი. არ ხარ ის ჟურნალისტი, ვინც მასალებს სხვის დასმულ კითხვებზე ამზადებს!"


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1763

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი