logo_geo
მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია 6 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება
- +

27 იანვარი. 2018. 14:02



მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციისთვის ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა.


სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 319 216 ლარია.


როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეა განსაზღვრული.


 

 

 

 

big_banner
არქივი