logo_geo
ბერლინში ფილტვის ჯანმრთელობის მე-5 სიმპოზიუმი გაიმართა
- +

29 იანვარი. 2018. 12:59


2018 წლის 18-20 იანვარს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე იმყოფებოდა ბერლინში, ფილტვის ჯანმრთელობის მე-5 სიმპოზიუმზე („5th International Workshop On Lung Health"), რომელშიც ევროპის ქვეყნების წამყვანი პულმონოლოგები და რესპირატორული მედიცინის სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.



მომავალში ურთიერთთანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესახებ მიღწეულ იქნა შეთანხმება რესპირატორული მედიცინის შემდეგ წარმომადგენლებთან:


იტალიის პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;


ევროპის რესპირაციული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი;


მილანის „Ospedale Maggiore Policlinico"- ფილტვის მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი;


მილანის უნივერსიტეტის პროფესორი;


როსტოკის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პულმონოლოგიის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;


ევროპის რესპირაციული ასოციაციის მომავალი პრეზიდენტი;


ბარსელონას ჰოსპიტალური კლინიკის პნევმოლოგი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი.









 

big_banner
არქივი