logo_geo
RMG-ის სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
- +

29 იანვარი. 2018. 15:08



კომპანია RMG საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 11 წარმატებულ სტიპენდიანტს გამოავლენს, რომლებიც კომპანიისაგან 1 წლის განმავლობაში RMG-ის სტიპენდიას მიიღებენ.


სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დაგეგმილ შეხვედრაზე RMG-ის წარმოების, კორპორაციული და გარემოს დაცვის დირექტორები პირადად გაესაუბრნენ სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს და მათგან საუკეთესოების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.


1-წლიანი სტიპენდიის გარდა, RMG-ის სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებს 2018 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ, საწარმოო პრაქტიკა   გაიარონ კომპანიის კუთვნილ ობიექტებსა და საწარმოებში.


RMG-ის 11 სტიპენდიანტს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად მხარდაჭერას, კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული კომისია უახლოეს დღეებში გამოავლენს.






 

big_banner
არქივი