logo_geo
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა
- +

31 იანვარი. 2018. 23:31

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





 

big_banner
არქივი