logo_geo
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა
- +

3 თებერვალი. 2018. 03:28



დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, თავდამსხმელის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა.


ის 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ფოთში გადაცხოვრდა. მისი კარიერაც სწორედ აქ, 16 წლის ასაკში, დაიწყო.


1936-51 წლებში ის თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი იყო. 1953-54 წლებში კი, - გუნდის მთავარი მწვრთნელი.


1944 წელს ბორის პაიჭაძეს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.


ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.


1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. 2001 წლის წელს სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს 20-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.


 

big_banner
არქივი