logo_geo
5 თებერვალს საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს
- +

3 თებერვალი. 2018. 13:38



4 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დედაქალაქში კი დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს.


მათივე ინფორმაციით, 4 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით + 13 +18 იქნება.


აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღისით ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით - 3 +2 , დღისით + 9 + 14 გრადუსი იქნება.


თბილისში ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით +13 გრადუსი იქნება.


5 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში დღისით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, + 15 გრადუსი იქნება.


აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით, +10 + 15 გრადუსი იქნება.


რაც შეეხება დედაქალაქს, 5 თებერვალს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3, დღისით +15 გრადუსი იქნება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი