logo_geo
რატომ გაითიშა თავდასხმამდე ელექტროენერგია დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ კორპუსში
- +

7 თებერვალი. 2018. 18:55



დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმისას, ელექტროენერგია მხოლოდ მათ კორპუსში არ გათიშულა.


როგორც „კვირას" კომპანია „თელასში" განუცხადეს, ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა როგორც მეხუთე, ასევე მესამე კვარტალში.

 

„მესამე და მეხუთე კვარტალში ავარიული გათიშვა იყო დილის 11:00 საათიდან, ფიდერი იყო ავარიულად გამორთული, საათ-ნახევარი, ორი საათი გვქონდა მითითებული აღდგენის საშუალო დროდ", - განუცხადეს „კვირას" „თელასში".


დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი დაიჭრა.


დოდო გუგეშაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მათ საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია გაითიშა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი