logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი „CEFC“-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა
- +

12 თებერვალი. 2018. 17:38



ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი „CEFC Energy Company Limited"-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.


ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს.


კომპანია რეგიონში „CEFC"-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს.


ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი „CEFC Energy Company Limited" ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.


2017 წლის მონაცემებით, კომპანია „CEFC Energy Company Limited" ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.


კონგლომერატი „CEFC Energy Company Limited" ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი