logo_geo
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო, შორიდან ესროდა
- +

13 თებერვალი. 2018. 17:14



დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.


დავით მუხიგულისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს.


„დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა. რა მოხდა, არ ვიცი, აგონიაში ვარ, არ ვიცი, რა მოხდება ხვალ და ზეგ, დოდოს ჯანმრთელობას რა მოუვა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა, ბინაც ექნებოდა, სახლიც და კარიც", - განაცხადა დავით მუხიგულმა.


დოდო გუგეშაშვილის მეგობარს არ აქვს ასევე ვერსია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელი.











 

big_banner
არქივი