logo_geo
რამაზ საყვარელიძე: უშიშროება ის მიმართულებაა, რომელიც პირიქით უნდა გააძლიერო
- +

22 დეკემბერი. 2016. 00:58




ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას ეხება სპეცსამსახურებს დასუსტების საფრთხის წინაშე აყენებს.


როგორც საყვარელიძემ „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, უშიშროება ის მიმართულებაა, რომლიც პირიქით ყველაზე ძლიერი უნდა იყოს.


„როდესაც გარშემო სხვადასხვა ტერორისტული აქტები ხორციელდება, არ შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს. ყველაფერი ეს ქვეყნის უსაფრთხოებას დაასუსტებს. თუ დაფინანსება არ ექნება ამა თუ იმ უწყებას, იქ უკვე ყველა დასუსტებულია.

 

უშიშროება ის მიმართულებაა, რომელიც პირიქით უნდა გააძლიერო", - განაცხადა საყვარელიძემ. 


 

big_banner
არქივი