logo_geo
„მაინც მკვდარია...“ - სასაფლაოს შესასვლელთან კედელზე მერლინ მონროს პორტრეტია გაკრული
- +

15 თებერვალი. 2018. 20:38



ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე მერლინ მონროს პორტრეტია გაკრული.


ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ მსახიობის სურათი ერთგვარი ნიმუშია იმის, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.


„ადრე ანჯელინა ჯოლის და მისი ქმრის სურათი იყო გაკრული, მაგრამ ცოცხლები არიან და უხერხულია, ამიტომ მონროთი ჩავანაცვლეთ, მაინც მკვდარია," - განმარტავენ საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფი პირები.


მათივე თქმით, მსახიობთა პორტრეტების ნიმუშის სახით გამოფენა, იმ მხატვრის იდეაა, ვინც საფიჩხიის სასაფლაოზე გარდაცვლილთა პორტრეტებს ხატავს.


 

big_banner
არქივი