logo_geo
2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა
- +

22 დეკემბერი. 2016. 03:36


 


„ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა. გარდაცვალების მიზიეზი ძირითდად იყო ჟურნალისტი ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა.


კომიტეტის წარმომადგენლის კორტნი რაჩის თქმით, დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.


თუმცა ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი მესამედია.


„ვხედავთ, რომ კონფლიქტის ზონები ჟურნალისტებისთვის სასიკვდილო საფრთხის მქონედ და საშიშად რჩება, მაგრამ ჩვენ ამ რეპრესიებსაც ვხედავთ, რომლითაც კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობენ. მათ ციხეში სვამენ, თავს ესხმიან სიტყვის უფლებას და განსაზღვრავენ თუ სოციალურ მედიაში რის თქმის უფლება აქვთ",- ამბობს კორტნი რაჩი.


ჟურნალისტიკის პროფესორი სტივ რეიმერი განმარტავს, რომ მთავრობებმა, რუსეთის მთავრობის ჩათვლით, ჟურნალისტთა ცენზურის ნაკლებად რთული გზები გამოძებნეს.


„ამ ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ადამიანების მოკვლა-ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ",- ამბობს რეიმერი.


კომიტეტმა დაადგინა, რომ ათიდან ცხრა მოკლული ჟურნალისტი ადგილობრივი იყო და არა უცხოელი. ეს სტატისტიკა წარსულის მონაცემების მსგავსია.


2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია.


წყარო: http://www.amerikiskhma.com/

big_banner
არქივი