logo_geo
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
- +

18 თებერვალი. 2018. 13:09



თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სინოპტიკოსმა ლია კაკიაშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, თბილისში ღამისა და ხვალ დილის საათებშიც ნავარაუდევია წვიმა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში იქნება ღამით +3 +8, დღისით +8 +13 გრადუსი.


აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნავარაუდებია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +1 +6, დღისით +7 +12 გრადუსი იქნება.


რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსის ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება ან დაკლება კი არ არის ნავარაუდები.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი