logo_geo
დღეს გურამ ფირცხალავა 78 წლის გახდებოდა!
- +

18 თებერვალი. 2018. 23:14



დღეს გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა, 78 წლის უნდა გამხდარიყო.


ცნობილი ქართველი  მსახიობი გურამ ფირცხალავა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას არაერთ ქართულ კინოფილმსა და სპექტაკლში აქვს ნათამაშები. გადაღებულია ფილმებში -  „დათა-თუთაშხია", „თეთრი  ბაირაღები", „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", „პირველი მერცხალი". ასევე, ცნობილ ქართულ სერიალში „ცხელი ძაღლი".


გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი. გურამ ფირცხალავა სულ  73-მდე ქართულ ფილმშია გადაღებული.


 

 

 

 

big_banner
არქივი