logo_geo
ლევან ჯაფარიძე: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ყოველთვის დავუჭერ მხარს!
- +

18 თებერვალი. 2018. 23:47

 

 

18 თებერვალს, კუს ტბაზე, საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მთის ნახევარმარათონი გაიმართა.


გარბენის მარშრუტად კუს ტბის სარბენი ბილიკიდან უძოს მთამდე და უკან, კუს ტბამდე მანძილი განისაზღვრა.


ღონისძიებას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და ამავე კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ.


დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, დამატებით მედია გარბენიც შედგა, რომელშიც მონაწილეობა ჟურნალისტებმა მიიღეს.


გარბენში ჯამში 200-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა მონაწილემ იასპარეზა, რომელთაგანაც გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები, მედლები და თასები გადაეცათ.


როგორც ლევან ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, მათი მსგავს პროექტებში ჩართვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს არის საწინდარი ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ცხოვრების ჯანსაღი წესი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით დამკვიდრდება.


„ყოველთვის ვიქნები პირველი, ვინც მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს", - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი