logo_geo
საქართველოში მცხოვრები 3 718 200 ადამიანიდან ქალაქში 2 128 600 ადამიანი ცხოვრობს
- +

19 თებერვალი. 2018. 22:38



საქართველოს 130-მდე სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა 2000 და მეტია. ზოგიერთ სოფელში კი მათ რიცხვი 7000-ს აჭარბებს. ამის შესახებ allnews. ge წერს.


საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ყველაზე მრავარიცხოვანი სოფელი წეროვანია. წეროვანში 8191 ადამიანი ცხოვრობს, ამასთანა წეროვანი დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა.


მეორე ადგილზეა სოფელი დიღომი, სადაც 7497 ადამიანი ცხოვრობს. ის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

 

მესამე ადგილზეა სოფელი მარტყოფი, სადაც 7397 ადამიანი ცხოვრობს.

 

მეოთხე ადგილზეა სადახლო 7337 მცხოვრებით; მეხუთე ადგილზეა ყიზილაჯლო 7291 მცხოვრებით; მეექვსე ადგილს იკავებს მუხრანი, სადაც 6197 ადამიანი ცხოვრობს; მეშვიდე ადგილზეა კარალეთი 6196 მცხოვრებით; მერვე ადგილზეა სართიჭალა, სადაც 6009 ადამიანი ცხოვრობს; მეცხრე ადგილს იკავებს სოფელი რუისი 5139 მცხოვრებით; მეათე ადგილზე კი ფარცხანაყანევია 5090 მცხოვრებით.


ამასთან, საქსტატის ცნობით, საქართველოში ქალაქში დასახლებულთა რაოდენობა 9.9 % -ით მეტია, ვიდრე სოფლად. კერძოდ, საქართველოში მცხოვრების 3 718 200 ადამიანიდან ქალაქში ცხოვრობს 2 128 600 (52.7%), ხოლო სოფელში 1 589 600 (42.8%) მოსახლე.


2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია.


 

big_banner
არქივი