logo_geo
საქართველოში 12 ათასზე მეტმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის
- +

22 თებერვალი. 2018. 10:45



საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.


წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობიდან 900 მოქალაქის ასაკი 10-დან 20 წლამდეა. საქსტატის ცნობით, წერა-კითხვის არმცოდნე მოსახლეობის მესამედი ეთნიკურად არაქართველია.


მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება არ აქვს 104 ათასზე მეტ მოქალაქეს. მოსახლეობის 8%-ს კი მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.


საქსტატში ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არაა. პირიქით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ პროცესი გაუმჯობესებულია. წერა-კითხვის უნარებს კი უფრო მეტი მოქალაქე ფლობს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი