logo_geo
მაია ასათიანი თოქშოუ „პროფილს“ აღარ წაიყვანს!
- +

22 თებერვალი. 2018. 23:51



თოქშოუ „პროფილის" პროდიუსერის, ნიკა ხაჩიძის თქმით, ექიმების რეკომენდაციით, მაია ასათიანი გადაცემას აღარ წაიყვანს.


გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი კვირიდან „პროფილი" გაურკვეველი ვადით ეთერს აჩერებს.


თოქშოუს პროდიუსერები მიზეზად მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ასახელებენ.


„დიდი ხანია მაია თავს ცუდად გრძნობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, ეს მაყურებელს არ ეგრძნო, თუმცა ბოლოს ვერ შეძლო და ექიმების რეკომენდაციით, ის ეთერში აღარ გამოჩნდება.

 

„პროფილი" ეთერში მაშინ დაბრუნდება, როცა ამის საშუალებას მაიას ჯანმრთელობა მოგვცემს. ამ ეტაპზე ზუსტი დროს დასახელება გამიჭირდება. დღეს ეთერში ის გადაცემა გავა, რომელიც უკვე ჩაწერილია"- აცხადებს ხაჩიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი