logo_geo
„ჯეოსელის“ ქსელი ნაწილობრივ გათიშულია - კომპანია მიზეზებს განმარტავს
- +

22 დეკემბერი. 2016. 17:12



„ჯეოსელის" ქსელი დაახლოებით 2 საათია ნაწილობრივ გათიშულია. კომპანიის აბონენტთა ნაწილი ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ვერ აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვერ ამოწმებს ბალანსს.


როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს „ჯეოსელში" განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს.


ეს სამუშაოები რამდენიმე ეტაპიანია. აბონენტებმა ამის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა დაფიქსირებულიყო", - აღნიშნეს „ჯეოსელში".


კომპანიის განმარტებით, „ჯეოსელის" აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას ერთ საათში შეძლებენ. კომპანია აბონენტებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი