logo_geo
გია მაისაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!
- +

23 თებერვალი. 2018. 23:00


 

გია მაისაშვილის ოჯახი მოუწოდებს საზოგადოებას არსად არ გადარიცხონ თანხა, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები, თითქოს მისთვის ფული გროვდება სიმართლეს არ შეესაბამება.


„გვინდა მოგახსენოთ რომ ყველაფრის მიუხედავად, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის მისი სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელმიუწდომელია, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითმფრინავით, რომელიც ჯდება $160,000.

 

აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით.

 

ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ არცერთი facebook-ზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ არ ჩაურიცხოთ არავის ფული.

 

ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან.

 

უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.


 

big_banner
არქივი