logo_geo
„ეს ის მეუფეა-უფალო შეგვიწყალეს მაგივრად, 9 წელიწადი მიშა მაგარიას რომ გაიძახოდა“
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:12



ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ აუცილებელია საეკლესიო სასამართლო აღდგეს, რადგან, მისივე თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ეკლესიაში არსებობს, საეკლესიო სასამართლოს საშუალებით ადვილად მოგვარდება.


მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ დღეს ყურადღება უნდა გადავიდეს მთავარ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში არსებულ განუსაზღვრელ ძალაუფლებას ეხება.


განუსაზღვრელ ძალაუფლებაში კი პეტრე ცაავამ, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაასახელა.


მეუფის განცხადებას „ერეკლე მეორეს საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ეხმიანება:

 

„ახლა ვიცი, დაიწყებენ ერთ ამბავს, არჩილმა შორენას დაცვა დაიწყოო, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, შორენა ძალიან ბევრს სჯობია საპატრიარქოში, როგორც ადამიანობით, ასევე განათლებით. მეუფე პეტრეს რაც შეეხება, ეს ის მეუფეა - უფალო შეგვიწყალეს მაგივრად 9 წელიწადი მიშა მაგარიას რომ გაიძახოდა", - განაცხადა ჭყოიძემ.

 




 

big_banner
არქივი