logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლესი დღეების პროგნოზი
- +

24 თებერვალი. 2018. 20:16



ორშაბათიდან, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი მოთოვს.


როგორც „კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 25 თებერვალს ქვეყნის უმეტეს რაიონებში თბილი ამინდი შენარჩუნდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13-18 გრადუსი იქნება. დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ამინდი 26 თებერვლიდან შეიცვლება. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ რაიონებში დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-16 გრადუსი იქნება. თბილისში - 15 გრადუსი.


26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 13-18 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 11-13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, 6-11 გრადუსი. თბილისში, საღამოს საათებში, მოსალოდნელია ნისლი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსია მოსალოდნელი.


27 თებერვალს დღისით დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-20 მეტრი იქნება. თბილისში, დღის პირველ ნახევარში, კვლავ ნისლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-8 გრადუსია მოსალოდნელი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი