logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: მელია და კახიძე საზოგადოება არ არიან
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:20


 

„ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე არ არიან საზოგადოება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სტატისტიკა და ამაზე უარს არ ვამბობთ, ვინც არ უნდა მოგვმართოს ჩვენ გავცემთ სტატისტიკას",- ამის შესახებ  შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„პირდაპირ გეუბნებით, სტატისტიკის დათვლა არ შეიძლება წლის ბოლომდე, ქვეყნდებოდა ყოველთვიურად, მაქსიმალურად ევროპული სტანდარტებით ვითვლით და ვაქვეყნებთ სტატისტიკას. მუდმივად ვითვლით ჩვენ და ამას მიეცა ისეთი ფონი, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე არ არიან საზოგადოება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სტატისტიკა და ამაზე უარს არ ვამბობთ, ვინც არ უნდა მოგვმართოს ჩვენ გავცემთ სტატისტიკას. პირდაპირ გეუბნებით ამ მონაცემებით დანაშაული არ არის გაზრდილი, მაგრამ უფრო ზუსტად გვეცოდინება წლის ბოლოს. ჩვენ ახალ მეთოდს ვთავაზობთ საზოგადოებას კრიმინალის სტატისტიკას. საპილოტო პროექტი დაწყებული გვაქვს, ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, რომელიც სამ რაიონში მოქმედებს, ეს არის ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული პროექტი და სრულ სურათს მოგვცემს თავისი რუქით და თავისი აღწერით, სად რა დანაშაული მოხდა, რა დანაშაული ჭარბობს და ა.შ მომავალ წელს ამ პროექტს ყველა რეგიონში გავუშვებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

big_banner
არქივი