logo_geo
2017 წელს კიდევ ორ ახალ ორსართულიან ელექტრომატარებელს შემოიყვანენ
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:20


 

შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG -ის მიერ წარმოებულ, კიდევ ორ ახალ, ორსართულიან ელექტრომატარებელს, რომელიც თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებენ, 2017 წლის მარტში შემოიყვანენ.


​როგორც „სითი კვირას" „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუმარტა, შვეიცარული კომპანიის მიერ წარმოებული, ულტრათანამედროვე ორი ორსართულიანი ელექტრომატარებელი საქართველოში ზაფხულში შემოიყვანეს, რომლებიც თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ 400-მდე მგზავრს 25 ივლისიდან ემსახურება. მომსახურების გაუმჯობესების გამო მგზავრობის საფასური არ გაზრდილა.


​მისივე თქმით, ახალი მატარებლები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს და აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. Stadler Kiss -ის მოდელის მატარებელი ასევე გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი