logo_geo
ქართველი მაყურებელი HBO-ს ვეფხისტყაოსნის გადაღებას სთხოვს
- +

25 თებერვალი. 2018. 12:34




ტელეკომპანია HBO-ს, ქართველმა მაყურებელმა თხოვნით მიმართა გადაიღონ ქართული პოემის, „ვეფხისტყაოსანი", ეკრანიზაცია. ამისთვის ინტერნეტში პეტიციაც განათავსეს და ხელმომწერთა რიცხვიც ყოველწამს იზრდება. ამის შესახებ On.ge წერს.

 

„ეკრანიზაციის გადაღება ძალიან საფრთხილოა, რადგან არსებობს დიდი რისკი, რომ ამ ნაწარმოების მთელი მნიშვნელობა დაიკარგოს, თუმცა მას შემდეგ რაც თქვენ შექმენით სერიალი სამეფო კარის თამაშები, ვფიქრობთ, რომ „ვეფხისტყაოსანი" თქვენთვის ძალიან საინტერესო იდეა იქნება", - წერია პეტიციაში.


პეტიცია: HBO გადაიღე სერიალი „ვეფხისტყაოსანზე", შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი